• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ეწერში სტიქიის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ეწრის საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

🔷სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.

🗣️🗣️,,მოგახსენებთ, რომ  მუნიციპალიტეტში ძლიერმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა, კერძოდ ; 111-მდე შენობა-ნაგებობასა  და კერძო სახლს გადაეხადა სახურავი. ჩვენი გუნდი უშუალოდ ჩაერთო მიმდინარე პროცესებში, ადგილებზე გავეცანით სიტუაციას და კოორდინაციას ვუწევდით სხვადასხვა სამსახურების მუშაობას.  მერიის სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა ზარალის აღრიცხვა და დათვლა, ცხადია, დავგეგმეთ შემდგომ ღონისძიებები, რათა დროულად მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც სტიქიამ გამოიწვია“-მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე.

📣📣გაცნობებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ იქნა გამოყოფილი თანხები, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას. 

✔️მიმდინარე პროცესს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ასევე ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ვერულაშვილი და საკრებულოს წევრი კობა კაცაძე ესწრებოდნენ.

#