🔷სოფელ ძევრში, ქვერუნას მიმდებარედ, სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
🔶გზის სამშენებლო სამუშაოებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.
💬💬,,სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით, სოფელ ძევრში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება მდინარის კალაპოტი, უახლოეს დღეებში დაიწყება ნაპირსამაგრების მოწყობა და აღდგება დაზიანებული გზის საფარი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“-აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
🔷საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია- შპს ,,გადამზიდი 20“ ახორციელებს.
🔶სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე და მერის წარმომადგენელი ფრიდონ კუტალაძე ესწრებოდნენ.