• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დასრულებულია საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, გაბიონებისა და სველი წერტილების მოწყობა, პარალელურად მიმდინარეობს საპიკნიკე ფანჩატურების, მდ. ძევრულაზე გადასახედი გამჭვირვალე კონსტრუქციის, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის, გარე- განათებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტი , საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წელს დასრულდება.

სამუშაო შეხვედრას საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე, ასევე მერიის თანამშრომელი, სოსო ჩაფიჩაძე ესწრებოდნენ.

#