საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით, სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა.
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
ამ დროისთვის დასრულებულია საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების, საინფორმაციო ცენტრის, საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა.
პარალელურად მოეწყო გამწვანება და პროცესი გრძელდება.
სრიგპ პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.