სოფელ ძევრში ახალი ტურისტული სივრცე უახლოეს პერიოდში გაიხსნება
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან და ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელთან, სოფიო ბუსკივაძესთან ერთად დასკვნითი ეტაპის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
ამ დროისთვის დასრულებულია საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების, საინფორმაციო ცენტრის, საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, პარალელურად მოეწყო გამწვანება და პროცესი გრძელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ ძევრს კომფორტული და ტურისტულად მიმზიდველი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით, ხორციელდება.