• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ალისუბანსა და გოდოგანში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

   ზედა და ქვედა ალისუბნის ცენტრალურ საავტომობილი გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდინარეობს.

 

დღეს , გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, მანუჩარ რობაქიძემ , სარეაბილიტაციო პროცესი საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად დაათვალიერა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

პროექტი რგფ -იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება . მისი საერთო ღირებულება კი 312293 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, სოფელ ალისუბნში 1კილომეტრამდე გზა მოეწყობა.

ინფრასტრუქტურულ პროექტს შპს ,,სანდრო ,, ახორციელებს.

დღესვე ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გოდოგანში, ჭიჭინაძე-ბრეგვაძეების უბანთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც დაათვალიერეს,სადაც შპს ,, ჯეო როუდ ინვესტი,, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს,მისი ღირებულება 313783 ლარს შეადგენს, პროექტის ფარლებში გოდოგანის აღნიშნულ მონაკვეთზე 1 კილომეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.

 

#