• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ახალთერჯოლის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

✅სოფელ ახალთერჯოლის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

👤👥მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან  ერთად ადგილზე დაათვალიერა.

დღეის მდგომარეობით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროცესი  ინტენსიურად მიმდინარეობს.

🚰🚰პროექტის ფარგლებში,  წყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ,  სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.

🚰🚰სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის  სამუშაოებს  რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს „ჯი-ი-ეს“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 2 138 227 ლარს შეადგენს.

✅სამუშაო შეხვედრას ახალთერჯოლა-სიქთარვის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე, საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ზვიად გვადიბაძე და მერის წარმომადგენელი, გრიგოლ კუბლაშვილი ესწრებოდნენ.

#