🚰🚰სოფელ ახალთერჯოლაში უწყვეტი წყალმომარაგებით 630 ოჯახი ისარგებლებს
🔶დღეის მდგომარეობით წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
🔶მიმდინარე პროცესი, მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
🔶სამუშაო პროცესს სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე და საკრებულოს წევრი ბიძინა ბუცხრიკიძე შეუერთდნენ.
🚰🚰პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალური რეზერვუარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო
მიმწოდებელი მაგისტრალები და საქლორატორო, ამ დროისთვის, კი ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა მიმდინარეობს.
✅სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.