სოფელ
ახალთერჯოლას წყალი 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება.
მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად ახალთერჯოლაში , რამდენიმე ოჯახი მოინახულა,სადაც გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შემდეგ, წყალი პირველად შევიდა.
თერჯოლის მერის განცხადებით, სოფელ ახალთერჯოლაში, წყალმომარაგების სისტემით 546 ოჯახი ისარგებლებს, დღეიდან მათ წყლის უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალურ რეზერვუარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო მიმწოდებელი მაგისტრალები და საქლორატორო.
სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობა რგფ- დან ადგილობრივ ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
შეხვედრას სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ ისაკაძე, საკრებულოს წევრი ბიძინა ბუცხრიკიძე, ასევე ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გრიგოლ კუბლაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.