• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფ. კვახჭირში ცენტრალური საავტომობილო გზა რეაბილიტირდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, დღეს სოფელ კვახჭირში მშენებარე ცენტრალური საავტომობილო გზა დაათვალიერა. მონიტორინგზე მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და მერის მოადგილე ზვიად ბაზაძესთან ერთად იმყოფებოდა.
რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფ. კვახჭირში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 272144 ლარს .პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 4000 მ2-ზე. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი" .
შეხვედრას საკრებულოს წევრი ბიძინა ბუცხრიკიძე და მერის წარმომადგენელი სოფელ კვახჭირში რომან მამრიკიშვილი ესწრებოდნენ.
#