თერჯოლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ დაწესებულებებს კომპიუტერული ტექნიკა
გადაეცათ.
25 პერსონალური
კომპიუტერი დღეს, 12 აპრილს ქალაქის
და
სოფლის
საბავშვო
ბაღების
დირექტორებს,
ადგილობრივი
ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა
დაურიგეს.
,,სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა
ყოველთვის
იზრუნებს
იმაზე, რომ თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ხარისხიანი განათლება და აღიზარდოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში’’
-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ.
მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ სკოლამდელ დაწესებულების მუნიციპალური ცენტრის
ხელმძღვანელის
თქმით
,აღნიშნულ
ტექნიკას
სკოლამდელი
აღზრდის
დაწესებულებებში
სწავლა-აღზრდის
ხარისხის
გასაუმჯობესებად გამოიყენებენ, მაია თორთლაძის
განმარტებით, კომპიუტერიზაცია ასევე აუცილებელია, ბაღების
ავტორიზაციის
მიმდინარე
პროცესების
ხელშეწყობისთვის.
საბავშვო ბაღებისთვის
კომპიუტერული ტექნიკის შეძენა , მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.