📚📚თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა ტრადიციული ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ახალი სეზონი დაიწყეს.
📙📘თამაშის მიზანია, მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა.
👤👤ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე დაესწრო, თამაშის პროცესში მონაწილეობა მიიღო და სტუმრის სტატუსით მოაზროვნეებს კითხვა დაუსვა, სამომავლოდ კი წარმატებები უსურვა.
📗📕დასმული შეკითხვები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ ცოდნის ხარისხი და ეფიქრათ გარკვეული მიმართულების გაძლიერებაზე. საბოლოოდ, ანგარიში მოაზროვნეების სასარგებლოდ 6:3 დასრულდა .
📒📔ღონისძიებას სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.