• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

შეხვედრა მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეს, 24 ივლისს, თერჯოლის მერს მანუჩარ რობაქიძეს , მერის მოადგილეებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამინისტროს წარმომადგენლებს, მანუჩარ რობაქიძემ აქცენტი გააკეთა პროცესის წარმატებით დასრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ტექნიკური ასპექტები განმარტეს და მერის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.
#