საზაფხულო ბანაკის აქტივობები გრძელდება
თერჯოლაში საზაფხულო ბანაკის მრავალფეროვანი აქტივობები გრძელდება.
,,ნინველების,, შემეცნებითი სემინარები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სხვადასხვა სფეროში, ეს ის არასრული ჩამონათვალია,რომლითაც ბანაკის მონაწილეეებმა რამდენიმე დღეში , ირგვლივ საინტერესო, მხიარული და კრეატიული გარემო შექმნეს.
ახალგაზრდული ბანაკის შემადგენლობაშია: ,,სმურფები,“ ,,ბერმუდა“, ,,ლეგიონი,, - სამ ჯგუფად დაკომპლექტებული , სხვადასხვა დევიზისა და
განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლე, ლიდერების მეთაურობით ყოველდღიურად , წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით ატარებს დროს.
პროექტი, რომლის ორგანიზატორია , თერჯოლის მერიის განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური , მომავალ თაობაში ინტელექტუალური,საკომუნიკაციო უნარების და ლოგიკური აზროვნების განვითარებას ემსახურება.
საზაფხულო ბანაკი 31 ივლისს დასრულდება, დასკვნითი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, 20:00 საათზე ,, ქუჩის ბიჭების ,, კონცერტი ჩატარდება.