• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სასკოლო ოლიმპიადის ფინალი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა  მანუჩარ რობაქიძემ , თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად,  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურებში  გამარჯვებული გუნდები , თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

  მინი ფეხბურთის ფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს  ზედა საზანოს საჯარო სკოლის  და კერძო სკოლა  ,,მზეკაბანის’’  ვაჟთა  და  სოფელ თუზის და ჩხარის #2  საჯარო სკოლების გოგონათა  გუნდები შეეჯიბრნენ. ასპარეზობის შედეგად  ვაჟებში გამარჯვება  სკოლა ,,მზეკაბანის“  გუნდმა , ხოლო გოგონებში ჩხარის  #2  სკოლის გუნდმა  მოიპოვა.

    სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან  29  გუნდი  გუნდი მონაწილეობდა. მუნიციპალურ ტურებში გამარჯვებულები კი უკვე მარტის თვიდან რეგიონულ ტურებში ჩაერთვებიან.

სპორტული ღონისძიება   მერიის განათლების ,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

#