თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საშემოდგომო თემატური ნამუშევრები. მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა, რომ თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური განათლების მიღებასა და მათ პროფესიულ განვითარებას.
გამოფენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნინო ოქრუაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ.