🇬🇪საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო
🎓თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად სოფელ ბარდუბნის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ადგილზე დაათვალიერა და საზეიმო განწყობას შეუერთდა.
🎓სასკოლო ღონისძიებას ასევე ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარ დეპუტატი, გოჩა ვერულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
👩🏻🏫🧑🏫ხელმძღვანელმა პირებმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
🔶ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, ბარდუბნის საჯარო სკოლაში შიდა ინტერიერი და სპორტული დარბაზი მოეწყო, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
📚დღესვე, მერის ინიციატივით, ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგს, ეთერ ტურავას ,,საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო გადაეცა.
🔶ეთერ ტურავა 1986 წლიდან აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო საქმიანობაში და ღვანკითის საჯარო სკოლაში ჩვეული ენერგიითა და პროფესიონალიზმით ემსახურება საყვარელ საქმეს.
🔊🔉აქვე შეგახსენებთ, რომ განათლების ხელშეწყობის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, სტუდენტებს , რომლებმაც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს ფულად ჯილდო გადაეცემა.