👉„მოყვარულთა ლიგა“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ ფეხბურთში , რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.
🏃🏃♂️ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ფეხბურთის მასობრიობა; სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა; ახალგაზრდებისა და ვეტერანი სპორტსმენების ჩართულობა; ფეხბურთის, როგორც სოციალური მოვლენის დამკვიდრება ქვეყნის მასშტაბით.
🥅🥅პროექტის ფარგლებში, დღეს თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს სოფელ ბარდუნისა და ეწრის, ასევე ძევრისა და ალისუბნის გუნდები შეეჯიბრნენ.
👤👥საფეხბურთო მატჩს მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ასევე მერის მოადგილები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ.
🏆🏆საფეხბურთო მატჩი სოფელ ეწრისა და ძევრის, ასევე ქვედა სიმონეთისა და სიქთარვის მოყვარულთა საფეხბურთო გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
⚽🥅თერჯოლის მუნიციპალური ეტაპის მატჩები პერიოდულად გაიმართება თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც მონაწილეობას საერთო ჯამში 15 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მიიღებს. თითოეული მუნიციპალიტეტის საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები, შესაბამის რეგიონულ ლიგებში ითამაშებენ.
👉მიმდინარე საფეხბურთო მატჩებს ორგანიზებას, თერჯოლაში მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი, ლუკა თურქაძე უწევს.
✅პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.