საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო
დღეს, პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს იმერეთის კოორდინატორი, ეკა ლეჟავა უძღვებოდა.
როგორც აღინიშნა, პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, შეუნარჩუნდება და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18
გაცნობებთ, რომ თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
საინფორმაციო შეხვედრას, თერჯოლაში სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი , ალექსანდრე ზანკალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრო.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.