საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გადავიდა
საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია!
გილოცავთ!
ევროპული თავგადასავალი გრძელდება!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი თამაშის 94-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ანგარიში უფრო დამაჯერებელი გიორგი მიქაუტაძემ გახადა პენალტის ზუსტი შესრულებით.
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ასობით თერჯოლელი ქომაგი ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ მატჩს ორი ლოკაციდან ადევნებდა თვალყურს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით,მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, ასევე სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას ესპანეთთან გამართავს.