• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

🔷საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ ქვედა
სიმონეთის #2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

🔶განახლებული ინფრასტრუქტურა დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა
გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან და
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ქეთევან შეყრილაძესთნ ერთად
ადგილზე დაათვალიერა, სკოლის პედაგოგებსა და მოსაწავლეებს ახალი სასწავლო წლის
დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

🔷„ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ გარემოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი
საჯარო სკოლა შეხვდა. შიდა ინფრასტრუქტურა მოეწყო ვარდიგორის სკოლაში, ხოლო მომავალში
დაგეგმილია ოთხი საჯარო სკოლის სრული განახლება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ახალგზარდების სრულყოფილი განათლებისთვის“-ლაშა გოგიაშვილი.

🔶პროექტის ფარგლებში, ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყო
ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია,შშმ
პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული
ინფრასტრუქტურა, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე ცენტრალური გათბობის სისტემა.

🔷მიმდინარე ღონისძიებას მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#