• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თერჯოლაში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სახის
ღონისძიებებში ჩაერთო.
26 მაისის პროგრამა სკანდის ისტორიულ ციხეზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სადაც ხელმძღვანელმა პირებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.
მსვლელობის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე პატივი მიაგეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
თერჯოლაში, მერიის განათლების,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით მოწყობილი აქტივობების ფარგლებში, ასევე ჩატარდება სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები .
#