საქართველო-სომხეთის მატჩის პირდაპირი ეთერი თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართა
ერევანში გამართულ ერთა ლიგის პლე ოფის მატჩი, საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
პირველი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კი სომხეთს დუბლი შეუსრულა!
მატჩის პირდაპირ ეთერს თერჯოლელი გულშემატკივარი სპორტის სასახლეში სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.
პლეი ოფის მეორე მატჩზე საქართველო-სომხეთის ნაკრებს თბილისში დაუპირისპირდება 23 მარტს 18 საათზე !