საპოვნელას 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
თერჯოლაში ს.კ საპოვნელას 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საპოვნელას შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული სპორტსმენები, საპატიო სტუმრები, ფეხბურთის მწვრთნელები და ის ადამიანები დააჯილდოვეს ,ვინც თერჯოლაში ფეხბურთის განვითარების საქმეში წვლილი შეიტანა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.