• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება

🔷საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება.

🔶დღეს, მიმდინარე პროექტებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

🔹აქტიურ ფაზაშია ქალაქ თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა . პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო.

🔸#ამ_დროისთვის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა ღია სცენა, დასასვენებელი სკამები, ტრიბუნები, მისასვლელი ბილიკები და განათების სისტემა.

🔹რეაბილიტირდა ამფითეატრის მიმდებარე შენობები, რომლებიც ამორტიზებული იყო და საჭიროებდა განახლებას.

🔸გარდა ამისა სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება, საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მშენებლობა, მოეწყობა საინფორმაციო შენობა , საპიკნიკე ფანჩატურები, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი , მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით; შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო ,გარე განათების ქსელი.

🗣️🗣️როგორც მერიაში აცხადებენ; მუნიციპალიტეტში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შესაბამისი ვადებისა და ხარისხის დაცვით ხორციელდება, ასევე სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება, რაც თერჯოლას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს

#