✅საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით ხორციელდება.
🔷მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
💬💬,, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის , აღსანიშნავია სრიგპ ფონდის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო და ტურისტული ინფრასტრუქტურაა, ასევე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რაც მუნიციპალიტეტს ახალ შესაძლებლობებს შემატებს. ამასთან მინდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიდან ვგრძნობთ.“-ლაშა გოგიაშვილი.
️🔷ქალაქ თერჯოლაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო. აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 243 845 ლარს შეადგენს.
🔷აქტიურ ფაზაშია, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები .
პროექტის ფარგლებში, ღია სცენა, დასასვენებელი სკამები, ტრიბუნები, მისასვლელი ბილიკები და განათების სისტემა მოეწყობა.
🔷️გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამფითეატრის მიმდებარე შენობებს, რომლებიც ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას. პროექტის ღირებულება 1 093 667ლარია.
🔷️სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კასტრულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება, საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგის მშენებლობა, მოეწყობა საინფორმაციო შენობა , საპიკნიკე ფანჩატურები, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი , მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით; შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო ,გარე განათების ქსელი.
✅სამუშაო შეხვედრას, გუბერნატორის მოადგილე, ბესიკ გოფოძე, მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი, ასევე ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.