სახალხო დღესასწაულზე საპატიო თერჯოლელების დააჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ეს დამსახურებული ტიტული 2024 წელს 7 მოქალაქეს ერგო წილად. თავისი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებებისთვის,გამორჩეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ: დარეჯან სარალიძე- დამსახურებული პედაგოგი.
ეთერი ტურავა- დამსახურებული პედაგოგი.
ავთანდილ ბუცხრიკიძე- პროფესორი.
გულთამზე კუბლაშვილი- მუსიკათმცოდნე, ანსამბლ ,,იამეს"
ხელმძღვანელი.
მევლუდი გეწაძე- ბიზნესმენი, ქველმოქმედი.
თამარ ღარიბაშვილი- მხატვარი, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი.
ცისანა მაკარიძე- ექიმი, დამსახურებული პედიატრი თერჯოლობა-2024
ის დაჯილდოვების ცერემონიაზე საუკეთესო ღვინის 6 ნომინაციაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს,დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა ,თვითმმართველობის წარმომადგენლენთან ერთად თერჯოლელი წარმატებული სპორტსმენები, მსოფლიო ჩემპიონი რომეო ნიქაბაძე და პრიზიორი ლუკა ნიქაბაძეც დააჯილდოვეს. დაჯილდოვების ცერემონია ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას იმერეთში თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი, მეუფე - გიორგი შალამბერიძე, სასულიერო პირები, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები,
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში - ილია სულამანიძე, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.