სამუშაო შეხვედრა მერიაში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან , მერიის სამსახურების,განყოფილებების და ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან მ
ორიგი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება 2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე გამახვილდა. განიხილეს ინიციატივები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ.