თერჯოლაში ,, მოყვარულთა ლიგა 2024“- ის ფინალი გაიმართა. საპოვნელას ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ძევრის და ეწრის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ეწრის გამარჯვებით ,ანგარიშით 4-0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თასი და მედლები გადასცეს.
ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირში მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 14 გუნდი მონაწილეობდა , ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა.
ღონისძიების ორგანიზატორები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, შპს კროკობეთი.
მუნიციპალური მატჩების მხარდამჭერი გახლდათ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია!