დღეს 14 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, მოადგილეებთან ზვიად ბაზაძესა და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრები თერჯოლის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნენ, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე იმსჯელეს 2025
წელს ,, სახლდაზიანებული მოქალაქეების სოციალური
პროგრამის“ შესახებ , რომლის ფარგლებშიც წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8
სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აუშენდება ახალი სახლი.
ხელმძღვანელმა პირებმა საბჭოს წევრებისგან გარკვეული მოსაზრებები მოისმინეს, რომლებიც სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული, ასევე თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და
თანამშრომლობისთვის.
მრჩეველთა საბჭო შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს, მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მერის მრჩეველთა საბჭოსმიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა, მათი ინტერესების გათვალისწინება და გამჭვირვალობაა.