• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა

  თერჯოლის მერმა ,მანუჩარ რობაქიძემ,  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

    სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ,  შეხვედრაზე   ასევე განიხილეს  პროექტები,რომელიც  საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება.

 

   საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახლდაზიანებული ოჯახების ,2024 წლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, აღნიშნული სოციალური დახმარების პროგრამა თერჯოლაში 2019 წლიდან ხორციელდება  ,რომლის ფარგლებში  თერჯოლაში, ამ დრომდე 29  სახლი აშენდა.

  მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრას ,თერჯოლის მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და  მირზა ქოჩიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 შეხვედრაზე გაიჟღერა ახალმა ინიციატივებმა, საბჭოს წევრებმა: ზურაბ აბესაძემ და მარიამ ბუსკივაძემ  საინიციატივო  წინადადებები დაასახელეს, რომლის მიხედვითაც, მერიის ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში , სკოლის მოსწავლეებისთვის, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების და ინგლისური ენის გაღრმავების მიზნით, ახალგაზრდული კლუბები შექმნა დააანონსეს.

#