🖼️🖼️დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
👤👥ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე,მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გურამ თურქაძე შეუერთდნენ.
🔶ღონისძიებას სამხატვრო სკოლის დირექტორი, თამარ ღარიბაშვილი უძღვებოდა.გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, საშემოდგომო თემატური ნამუშევრები.
🔶ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მოსწავლეებს სამომავლოდ დიდი წარმატებები უსურვეს.
🔶თერჯოლის სამხატვრო სკოლა ახალგაზრდობის თავისუფალი დროის მიზნობრივ გამოყენებას ემსახურება. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა კონკრეტულ საგანში ან დაეუფლონ მათთვის საინტერესო საქმიანობას
🖼️🖼️თერჯოლის მერია,ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური განათლების მიღებას და მათ პროფესიულ განვითარებას.