🌸🌼სამხატვრო სკოლის საგაზაფხულო გამოფენა
დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით გოგბერაშვილთან და ჯემალ ისაკაძესთან ერთად შეუერთდა.
ღონისძიებას სამხატვრო სკოლის დირექტორი, თამარ ღარიბაშვილი უძღვებოდა.
გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, როგორც საგაზაფხულო, ასევე უკრაინის მხარდასაჭერი თემატური ნამუშევრები. სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეები აცნობიერებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამით თანატოლებს თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებენ .
ღონისძიებაზე ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
თერჯოლის მერია,ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების არაფორმალური განათლების მიღებას და მათ პროფესიულ განვითარებას.