• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2024 წლის 6 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

სხდომის დაწყებისას, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმათერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ცამეტ საკითხსეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის  მიერ წარმოდგენილ იქნა ექვსი საკითხი, იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა - ხუთი საკითხი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭაკვეტაძის მიერ წარმოდგენილ იქნა - ორი საკითხი.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობის, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მოქალაქის შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



დღის წესრიგით გათვალისწინებული, განხილული და მხარდაჭერილი საკითხები :


1.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში განსახორციელებელი  პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

 

2.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილ შენობაში (..33.18.42.116) არსებული 18 ² არასაცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ფიზიკურ პირს;

 

3.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ქვედა სიმონეთში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მდებარე 13.00 კვ.. არასაცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ფიზიკურ პირს;

 

4.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებული 19 ² არასაცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ფიზიკურ პირს;

  

5.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (. თერჯოლა, რუსთაველის ქუჩა N109-ში (..33.09.45.949) მდებარე  არასაცხოვრებელი ფართი - 32.99 კვ.. სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ფიზიკურ პირს;

 

6.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში არსებული) უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..33.09.39.655  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

  

7.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

  

8.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

9. ,,თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის N 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 

10. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

11.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ  სკვერში   (მიწის უძრავი ქონების  / № 33.15.32.467)   სახვითი ხელოვნების ძეგლის - (დედის ლოცვა)   დადგმის შესახებ;


12.       თერჯოლის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

 

13.       ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული  ოჯახების  2024  წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10  იანვრის  -N 29. 29240106   განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

 

#