• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ კვახჭირსა და ბარდუბანში აქტიურად ხორციელდება

✅საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე , მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კვახჭირსა და ბარდუბანში იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.

🛣️🛣️#აქტიურ ფაზაშია ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

🛣️🛣️#ამ_დროისთვის ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს კვახჭირის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, ცხაურები და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

✅გზების სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

#