საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე , მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ღვანკითსა და ჩიხორში იმყოფებოდნენ.
,, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.აქტიურ ფაზაშია თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, #ამ_დროისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ მოხდება ა/ბეტონის საფარის მოწყობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.“ -განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ.
პარალელურად მიმდინარეობს ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ა/ბეტონის საფარი, გვერდულები და სანიაღვრე არხები. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
სამუშაო შეხვედრას, ღვანკითი-რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ჭანკვეტაძე, საზანო-თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ლანჩავა და საქართველოს პარლამენტში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.