ადგილობრივი
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ 4 სოფელში
ეწყობა. რეგიონული განვითარების ფონდიდან თერჯოლის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით
გზების კეთილმოწყობა #ბარდუბნის, #თუზის,#ჩხარის
და #კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს .
აღნიშნულ საგზაო
მონაკვეთებზე 17 000 მ2-მდე არმირებული ბეტონის საფარი იგება, რომელზეც 1
164 000 ლარი დაიხარჯება.
ბარდუბნის
ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ #სათემოში ეკლესიიდან აბულაძეების უბნამდე მისასვლელი გზა ეწყობა.პროექტს
ახორციელებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი“. თუზში ჩაფიჩაძეების უბნის საავტომობილო გზა კეთილმოეწყობა. დასასრულს უახლოვდება გზის საფარის დაგება სოფელ
#კვახჭირში, აღნიშნულ ლოკაციაზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და ყუფრაძეების
საუბნო მონაკვეთი კეთდება. ასევე დასრულებულია ბეტონის დაგების სამუშაოები სოფელ #ჩხარში.
ჩხარში პეტრე და შალვა ამირანაშვილების #მუზეუმთან მისასვლელი გზა კეთილმოეწყო.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მონიტორინგზე,
დღეს მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან
და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად იმყოფებოდა.