საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა
✅საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
👤👤ამ მიმართულებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბუცხრიკიძე და მერის წარმომადგენელი, იაგო აბჟანდაძე ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის პედაგოგებს, მშობლებსა და აღსაზრდელებს ეწვივნენ.
🏛️🏛️სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა და ასევე სამომავლო გეგმებსა და დამატებით საჭიროებებზე ისაუბრეს.
✅შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო ამ დროისთვის, მშენებლობა ქალაქ თერჯოლასა და სოფელ ზედა საზანოში მიმდინარეობს.
🎊🎊დღესვე ბაღის ორგანიზებით, აღსაზრდელებმა მხატვრული ღონისძიება გამართეს, სადაც კიდევ ერთი ჯგუფი დაემშვიდობა საბავშვო ბაღის კედლებს.
🗣️🗣️ხელმძღვანელმა პირებმა პედაგოგებს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და პატარებს სკოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვეს.
✅სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება.