თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საფეხბურთო შიდა სასოფლო ჩემპიონატები გრძელდება.
ვალერი გოგნაძის სახელობის, შიდა სასოფლო ფინალური მატჩი გაიმართა სოფელ ღვანკითის პირველობისთვის, რომელშიც ქარქაშაძეებისა და კუბლაშვილების უბნის მოყვარულთა გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება კუბლაშვილების გუნდმა 4:3 მოიპოვა.
ახალგაზრდული პროექტი, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
დღესვე, პროექტის ფარგლებში სოფელ ჩხარის პირველობისთვის უბნებს შორის ფინალური მატჩი გაიმართება.
მერიის ინიციატივით, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ასპარეზობაში, რომლის ფინალური შეხვედრები "ღვინის ფესტივალზე" გაიმართება.