#საერთაშორისოფესტივალი
#თეატრალურიიმერეთი2022
#თერჯოლისსახალხოთეატრი
🎭🎭საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ ფარგლებში ჟიურისა და მაყურებლის წინაშე თერჯოლის კულტურის სახლთან არსებული სახალხო თეატრი წარსდგა.
🎭🎭დენის კელის პიესაზე ,, ობლები“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე სახალხო თეატრის დასთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობდა.
🗣️🗣️სპექტაკლი გვიყვება ამბავს, როგორ შობს ძალადობა - ძალადობას. კედელი, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ სეგმენტებს შორის არის აღმართული, ხშირ შემთხვევაში რეალობას მალავს და ყოფიერება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს აბსოლუტურად ყველა ინდივიდზე თანაბრად მოქმედებს.
👤👥წარმოდგენას მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
🎭🎭ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
✅პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
#თეატრალურიიმერეთი