• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

,,საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში,, კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

🎁🎁დღეს, თერჯოლაში კონკურსის ,, საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში,, გამარჯვებულები, მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ დააჯილდოვა.
🥇🥈🥉 კონკურსის ჟიურის წევრებმა სამი გამარჯვებული გამოავლინეს.
კერძო სკოლა ,,მზეკაბანს,, ესთეტიკის ცენტრ ,,სოფიანას,, და მერი კუპატაძეს ფულადი პრიზები და სპეციალური სიგელები გადაეცათ .
🎄🎄მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის ჟიურის წევრებმა, 3 ყველაზე საუკეთესო საახალწლო სივრცე, ადგილზე გასვლით მოინახულეს და შეაფასეს.
🎊🎊 კონკურსში სულ 15 მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც კონკურსის მთავარი პირობა სრულად გაითვალისწინეს და საახალწლოდ მორთული, ორიგინალური და შემოქმედებითი შტრიხებით გაფორმებული საცხოვრებელი სახლები, კორპუსები, აივნები, ეზოები და ორგანიზაციები წარმოადგინეს.
✨✨აქტივობაში ჩართულ ყველა წევრს, მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მადლობა გადაუხადა , სიგელები გადასცა და მომავალში წარმატებები უსურვა,რჩეული ნამუშევრების ავტორებს კი გამარჯვება მიულოცა.
🏆🏆დაჯილდოების ცერემონიას მერის მოადგილე,მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე ,ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#