• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სააღდგომო საჩუქრები მარტოხელა მოხუცებს

     თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის  ინიციატივით,

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პაკეტი  გადაეცა.

 

 

რამდენიმე ოჯახში, დღეს პირადად მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯემალ ისაკაძესთან  და  ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს  სააღდგომო ნობათი გადასცეს  და  დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს სააღდგომოდ 100-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

 

     აღნიშნული პაკეტი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მარტოხელა ბენეფიციარებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა პირადად  მიუტანეს.

 

#