ქვედა ალისუბნის
ახლად გარემონტებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ ბაღის აღსაზრდელებს ,პედაგოგებს და მშობლებს განახლებულ
გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა. შეხვედრას
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-დავით გოგბერაშვილი,ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელი-მაია თორთლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაათვალიერეს
და აღსაზრდელთა ღონისძიებასაც დაესწნენ.
მიმდინარე წელს
, ქვედა ალისუბნის ორჯგუფიან სკოლამდელ დაწესებულებას,
რომელშიც 40 ბავშვი ირიცხება, სრული რემონტი ჩაუტარდა. რეაბილიტაცია,მერიის
ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების საბიუჯეტო ფარგლებში , ჯამში 40 000 ლარით დაფინანსდა.