თერჯოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
14 აპრილს
, დედა ენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში , კულტურის სახლის
სცენაზე ღონისძიება ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა . მანუჩარ
რობაქიძემ ქართული ენის ისტორიის და უნიკალურობის
შესახებ ისაუბრა და დასძინა
,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის ქართული ანბანის დაცვას და პატივისცემას .
დედა ენის დღე
ისტორიულ-რელიგიური რაკურსით მიმოიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ . მან თავის მიმართვაში , ეროვნული სიწმინდის - დედა ენის გაფრთხილებისკენ მოუწოდა ახალგაზრდობას.
თერჯოლელ საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცეს საკრებულოს
თავმჯდომარე- გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა-
ქეთევან შეყრილაძემ.
დედა ენის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა ადგილობრივი
შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით. ეროვნულ
მოტივზე აგებული პროგრამა წარმოადგინეს ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა :
,, საპოვნელა“
,,იმერეთი“
,,ჯეოგენი“
,,იმერეთი,,
,,მასპინძელო,,
,,იამე,,
,,ჭიუხი,,
რამდენიმე მუსიკალური და საცეკვაო ნომერი შეასრულეს ა(ა) იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური
ცენტრის აღსაზრდელებმა, ასევე ეწრის ,ახალთერჯოლის
და სიქთარვის სკოლის უფროსკლასელებმა.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა
პირებმა ,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, ქეთევან შეყრილაძესთან ერთად წიგნებით დააჯილდოვეს 2022-2023 სასწავლო წლების კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით
ესწრებოდნენ, საქართველოს დამსახურებული პედაგოგები: დარეჯან სარალიძე და ეთერ ტურავა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ: მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს,რესურსცენტრის
,სკოლების , ა(ა) იპების თანამშრომლები და
მოსწავლე-ახალგაზრდობა.
დედა ენის დღის
კვირეულის ფარგლებში ,თერჯოლაში კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.