4 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის X ტრადიციული საიუბილეო ტურნირი გაიმართა.
მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ზედა სიმონეთის და ნახშირღელის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ზედა სიმონეთის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა, მან მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.
ფინალში კი ბარდუბნის „სათემო" და თერჯოლის „MEkA” შეხვდნენ . ქართლოს ჭუმბურიძის თასის მფლობელი 2024 წელს ბარდუბნის ,,სათემო,, გახდა.გამარჯვებულ გუნდს ქართლოს ჭუმბურიძის გარდამავალი თასი მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ გადასცა და გამარჯვება მიულოცა. სხვადასხვა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, მოთამაშეები, მწვრთნელები და მსაჯები კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს .
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ სათემოს მოსახლეობას, სამომავლოდ ახალი სტადიონის მშენებლობას შეჰპირდა.