საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯემალ ისაკაძესთან და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია თორთლაძესთან ერთად ახლადაშენებულ #3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.
ახალრეაბილიტირებულ გარემოში აღსაზრდელების მიერ საშემოდგომო ზეიმი გაიმართა, რომელიც დატვირთული იყო შემოდგომის მოტივებით საინტერესო სხვადასხვა აქტივობებით.
ქალაქ თერჯოლის მე-3 საბავშვო ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების ფონდის დაფინანსებით მოეწყო, რომელიც 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.