ქალაქ თერჯოლაში ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭების ,, კონცერტი ჩატარდა.
საათ ნახევრიანი რეპერტუარის ფარგლებში, ყველასათვის
საყვარელმა მომღერლებმა განახლებული ჰიტების
ვერსიები და ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.
,, ქუჩის ბიჭების,, კონცერტი ახალგაზრდული ბანაკის დასკვნითი კულტურული
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. კონცერტი თერჯოლის მუნიციპლიტეტის თვითმმართველობის და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი
მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებას , მოქალაქეებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძეც
ესწრებოდა.
ბანაკი ,,ნინველები,,
საზეიმო ფეიერვერკით დაიხურა.