• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ქალაქ თერჯოლაში ამფითეატრი, ხოლო სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

📣📣საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება.

📝📝დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, ქალაქ თერჯოლაში ამფითეატრი, ხოლო სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

❇️ქალაქ თერჯოლაში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ამფითეატრი სრულად რეაბილიტირდება. პროექტის ფარგლებში, ღია სცენა, დასასვენებელი სკამები, ტრიბუნები, მისასვლელი ბილიკები და განათების სისტემა მოეწყობა.

❇️სოფელ ძევრში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია და მოეწყობა;
🔶საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგი
🔶საინფორმაციო შენობა
🔶საპიკნიკე ფანჩატურები
🔶გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი
🔶მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით;
🔶შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო
🔶გარე განათების ქსელი

✅პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.

#