🔶დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, #მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია თორთლაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დავით გოგბერაშვილთან ერთად, ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას.
🔷პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. ამ ეტაპზე შიდა სივრცის სარემონტო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
🔶აღნიშნული პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რომლის ღირებულება 2 313 386 ლარია.