თერჯოლაში , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,პროექტი ,,დედამიწა ჩვენი სახლია ,, მოეწყო. შემაჯამებელი პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩაერთო და მსოფლიოს 12 ქვეყნა წარმოადგინა.
ღონისძიებამ სტარტი ეგვიპტის კულტურის და ტრადიციების გაცნობით აიღო, ბოლო ლოკაცია კი გერმანია გახლდათ. პროექტის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს მსოფლიოს თორმეტივე ქვეყნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
საგანმანათლებლო პროექტი,, დედამიწა ჩვენი სახლია,, მიმდინარე სასწავლო წელს დაიწყო და მთელი წლის მანძილზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დღევანდელი აქტივობის ფარგლებში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან შეყრილაძემ ტრადიციულ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა და სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე,მერის მოადგილეები -ზვიად ბაზაძე,მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -დავით გოგბერაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების თანამშრომლები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.